სიახლები

01-10-2019 პროექტის ამოცანების შესრულება დაიწყო

ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის ქკუბის წევრებმა დაიწყეს პროექტის ამოცანების შესრულება. პროექტი "სპილენძის გავლენა ზოგიერთი ერთწლიანი მცენარის ზრდა განვითარებაზე" ითვალისწინებს მცენარეების გაზრდას ჰიდროპონიკის მეთოდით და ამ პროცესზე სხვადასხვა დანამატების გავლენის შესწავლას. პირველ ეტაპზე მოსწავლეები შეიკრიბნენ და შეადგინეს მუშაობის გეგმა. გაეცნენ ლიტერატურას ამ საკითხის გარშემო. დაიწყეს მზადება შემდეგი ეტაპისთვის.

ნანახია 1747-ჯერ